Georgian Veritas

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ქართული დროშის ქვეშ მცურავი გემების ტექდათვალიერების უზრუნველყოფა

საგანმანათლებლო, შუალედური და წლიური დოკუმენტების რეგისტრაცია, ყველა სახის საზღვაო და ნაოსნობის ხელსაწყოების ყოველწლიური ტექნიკური შემოწმება და მრავალი სხვა

კონტაქტი

გამარჯობა ჯორჯიან ვერიტას!

შპს ,,Georgian Veritas”-ი დაარსდა 2012 წელის 26 ივლისს, ქალაქ ბათუმში, მცურავი საშუალებების კლასიფიცირების და მათი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. 2013 წლის განმავლობაში კომპანიამ შეძლო შინაგანი სტრუქტურების განვითარება და მართვის სისტემა შეუსაბამა საერთაშორისოდ აღიარებულ მართვის სტანდარტებს ISO 9001-ის მიხედვით, რითაც ამ სფეროში საქმიანობის ოფიციალური უფლება მოიპოვა. ამით შპს. ,,Georgian Veritas”-ი არის პირველი ქართული დამოუკიდებელი კომპანია აღნიშნულ სფეროში. არსებულ ბაზარზე საერთაშორისო კონკურენციის მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად, შევძელით კლიენტების მოზიდვა და მათთვის იდეალური გარემოს შექმნა. ყოველივე ეს მოყვანილია კანონის ჩარჩოებში და შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.

2014 წლიდან კომპანიის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება Georgian Veritas-ის საქმიანობის გაფართოების თაობაზე. კომპანიამ დაიწყო სამუშაოები რეორგანიზაციისთვის და ამჟამად განხორციელების ფაზაშია პროექტი, რომელიც Georgian Veritas-ს მოუპოვებს უფლებას მოახდინოს საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ მოღვაწე ორგანიზაციების და კომპანიების ხარისხის მენეჯმენტის სისტემის (QMS) ISO 9001 სტანდარტების მიხედვით სერთიფიცირება ანუ ISO 9001 სერთიფიკატის გაცემა. აღნიშნული მიზნის მისაღწევად კომპანია გეგმავს 2015 წლის მაისში საქართველოს აკრედიტაციის ცენტრში (საკ/GAC) სახელმწიფო აკრედიტაციის პროცესის დაწყებას.

2018 წლის  ნოემბრის თვეში კომპანია შპს Georgian  Veritas –მა  წარმატების გაიარა ხარისიხის სისტემის აუდიტი  კომპანია  Bureau Veritas-ის მხრიდან და 2018 წლის 10 დეკემბერს მიღო საერთაშორისო სტატნდარტების ორგანიზაციის (ISO) 9001 სერიის ახალი 2015 წლის ვერსიის შესაბამისობის სერთიფიკატი.სერთიფიკატი  ვარგისია 2021 წლის 9  დეკემბრამდე.

 

2023 წლის 11 აპრილიდან კომპანიას ISO 9001:2015 სტანდარტის აუდიტი გაიარა კომპანია QSCert-ის ქართულ ფილიანთან რომელიც დიდ ოჯახს 2019 წელს შეუერთდა

QSCert-ი სერტიფიცირების საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც 2000 წელს ქალაქ პრაღაში დაარსდა. მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია მენეჯმენტის სისტემის სერტიფიცირება სხვადასხვა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისობაზე.QSCert-ის სერტიფიკატები და საქმიანობა აღიარებულია ევროკავშირის (EA) და აკრედიტაციის საერთაშორისო ფორუმის (IAF) მიერ.

0+
წლის გამოცდილება
0+
ჩვენი პარტნიორები

ჩვენი პარტნიორები

საზღვაო გემები

 

შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტი

წესები

PDF გადმოწერა

ჩვენი დამფუძნებლები

ჩვენი სტატისტიკა

კონტაქტი

ნონეშვილის ქ. 63, ბათუმი, საქართველო 6010

საკონტაქტო ნომერი: +995 593 502 585

ელ-ფოსტა: info@georgianveritas.ge